5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება

2024 წლის 5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს ლიცეუმში არსებულ გარემოს.
„მოსულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა ელოდებათ. დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/QPUaf
დასწრების მსურველებს, გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის მოწმობა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ აკრძალულია ლიცეუმის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით სარგებლობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.