დავით გაბაიძემ პეტრ კუბერნატს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, პეტრ კუბერნატს უმასპინძლა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ მეგობარ ქვეყანას შორის მრავალმხრივი რეგიონული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.