ხარება: ხაბეიშვილს უარესი ელის

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება ამბობს, რომ აქციის მონაწილეეიბ თვითონ ცემენ საკუთარ თავს. ამასთან, ის ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს “უარესით” ემუქრება.
“ყველა ცემს თავის თავს, არავინ არ ცემს, კარგი რა… ხაბეიშვილს უარესი [ელოდება]”, – ამბობს ხარება მთავარ არხთან.
ზვიად ხარაზიშვილიი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. სწორედ ის ფიგურირებს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მოქალაქეების ცემასა და ძალადობაში.