ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. 28 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ შემცირდა როგორც „ს“ და „ს“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“.
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 1%-ით შემცირდა და თბილისის დროით, 12:30 საათისთვის, ერთი აქციის ღირებულება 39.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
„თიბისი ბანკის“ (TBC PLC) აქციების ღირებულება 1.88%-ით დაეცა. ბანკის ერთი აქცია 26.10 გირვანქა სტერლინგი ღირს.
„საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.30%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.97 გირვანქა სტერლინგი გახდა.