ნეოსააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანების და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა. ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააეთიანა ნააციონალური მოძრაობის კლასტერი, თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური ნაცებით და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ შეგდა. მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის, ქალბატონო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა? ამისთვის ახეთქეთ ახალგაზრდები პარლამენტის კედლებს? ამისთვის აძლევდით ინტერვიუს ინტერვიუზე? ამისთვის აგზავნინეთ მუქარა მუქარაზე, რომ რასაც ჩვენ გეუბნებოდით და ვამბობდით, არჩევნები ერთადერთი სწორი, დემოკრატიული პროცესიაო, იგივე გეთქვათ თქვენი ამომრჩევლისთივს.
საზოგადობას კი მინდა ვუთხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გპირდებით და გეუბნებით ხოლმე.