ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს

უკრაინელების მიერ ს ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ მათ (უკრაინელებმა) დარტყმები რუსეთის შიგნით უნდა განახორციელონ, ამიტომ, ჩემი აზრით ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, აზრს შეიცვლიან“, – განაცხადა კაისა ოლონგრენმა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ს თავდაცვისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ყველა საშუალების გამოყენების უფლება აქვს.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?