პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რათა გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.
მოქალაქეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ვეტოს დაძლევს, ეს იქნება ქვეყნის მომავლისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და უარის თქმა ნატო-სა და ევროკავშირში წევრობაზე.
ისმის საპროტესტო შეძახილები „არა რუსულ კანონს”.
სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ, 12:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის ყველა შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც