თემაზე: „მდგრადი და მწვანე შესყიდვა ცირკულარული ეკონომიკისთვის“ ფორუმი გაიმართება

29 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდება ფორუმი თემაზე: „მდგრადი და მწვანე შესყიდვა ცირკულარული ეკონომიკისთვის“.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მომხსენებლები ისაუბრებენ მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების კუთხით არსებულ მიღწევებზე, ასევე ცირკულარულ და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პოლიტიკურ პერსპექტივებსა და საჯარო შესყიდვებში მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას.
„ფორუმი, ასევე მიზნად ისახავს რეგიონალური და გლობალური თანამშრომლობის მხარდაჭერას, საჯარო შესყიდვების ხარისხის შედეგების გასაუმჯობესებლად.
ღონისძიებას წარუძღვებიან ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე. ფორუმს დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც