მაკა ბოჭორიშვილი – დღეს ვეტო დაძლეული იქნება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ვეტო დაძლეული იქნება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა.
ამასთან კითხვაზე, ვეტოს დაძლევის შემდეგ ელოდება თუ არა სანქციებს თუნდაც ინდივიდუალურ დეპუტატებზე, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესები დამკვიდრდება მსოფლიოში.
„არაფერი შეცვლილა იმ ობიექტურ საფუძვლებში, რის გამოც ეს კანონი იყო ინიცირებული და მიღებული და არც არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, შესაბამისად, ის, რაც არის საფუძველი, ადგილზეა. ველი ვალიდურია, სხვა არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. [რაც შეეხება სანქციებს, ეს მოხდება იმ შემთხვევაში] ახალი წესები თუ დამკვიდრდება მსოფლიოში ჩვენს ხარჯზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც