შოთა შალელაშვილი – ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი და მისი პარტია მიტაცებული ხელისუფლების ხელმეორედ მისატაცებლად ემზადება

ივანიშვილი და მისი პარტია მიტაცებული ხელისუფლების ხელმეორედ მისატაცებლად ემზადება – ვითომდა არ დაუშვებენ ქაოსს, რასაც თვითონვე აინიცირებენ ცნობილი კანონპროექტის დამტკიცებით, ეს მათთვის ხელისუფლებაში დარჩენისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ დანაშაულებრივ გეგმებს ვერ განახორციელებს.
„თავიანთ გეგმების მისაღწევად“ ეს გადაგვარებულები არაფერს მოერიდებიან! ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ ტერორს გააჩაღებენ. ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი და მისი პარტია მიტაცებული ხელისუფლების ხელმეორედ მისატაცებლად ემზადება. საზოგადოებისთვის ცნობილია ამის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ქმედითი პრევენციული და დამცავი ზომები არ იქნა კარგად შემუშავებული.
ივანიშვილი და მისი თანამზრახველების ხელისუფლებაში დარჩენის თარიღი (2012-2032)გამოცხადებულია და ქვეყანა ახალი ძვრების ზღვარზე დგას. დღეს მათ ჩათვალეს, რომ მზად არიან – დადგა დრო, და საკუთარ გამოსვლებში ცინიკურად აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ მიზანს, რომელიც მათ ესახებათ არა როგორც უბრალოდ მთავრობის ჩამოყალიბება, არამედ, საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლების მიტაცება.
ისე ჩანს, მათი მზაკვრული გეგმების შესახებ ერთი წლის წინანდელმა გაფრთხილებამ მისი განხორციელება გადადო. თუმცა, ივანიშვილი კვლავ ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს.
ისინი არ ლაპარაკობენ მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესებზე – ხელისუფლების გადაბარება-გადანაწილებაზე, პარლამენტის ახალ არჩევნებზე… ისინი ლაპარაკობენ ქაოსსა და დესტაბილიზაციაზე, ძალადობასა და ტერორზე, ვითომდა არ დაუშვებენ ქაოსს, რასაც თვითონვე აინიცირებენ ცნობილი კანონპროექტის დამტკიცებით, ეს მათთვის ხელისუფლებაში დარჩენისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, მაგრამ ეს შეთქმულება უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულია, საკუთარი ქვეყნის წინაშე, შემსრულებლები – სახელმწიფო დამნაშავეები არიან. ესენი არიან გააფთრებულნი, შეშლილნი, საკუთარ დაუსჯელობაში სრულიად დარწმუნებულები, ღიად აცხადებენ საკუთარი დანაშაულებრივი ზრახვების შესახებ.
ისინი მდიდრდებიან, მიწებით, შენობებით, გაზისა თუ საყოფაცხოვრებო სამსახურებით ვაჭრობით; საკუთარ ხელში მოაქციეს ყველა ძირითადი დარგები, როგორიცაა კვების პროდუქტებით მომარაგება, სამედიცინო მომსახურება, ენერგო უსაფრთხოება, ტრანსპორტი და სხვადასხვა.
ეჭვი არ არის, რომ ეს უგუნურები ვერ განახორციელებენ საკუთარ დანაშაულებრივ გეგმებს. დღეს ქართველ ხალხში მისადმი და მისი თანამზრახველებისადმი საყოველთაო ზიზღი და სიძულვილია, და თუ ხალხი გამოვა ქუჩაში, ეს იქნება პროტესტი პირველ რიგში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ეს სამარცხვინო პარტია სამუდამოდ აიკრძალება, მისი დანაშაულები გაიხსნება, დამნაშავეები აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა, ისინი უნდა წავიდნენ.
ბატონო პრემიერ მინისტრო! ქალბატონო პრეზიდენტო! საქართველოს პარლამენტის წევრებო, მოგმართავთ თქვენ: შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, დაიცავით თქვენი ხალხი. საქართველო დგება ფეხზე თავის დასაცავად და შურისძიება დაუნდობელი იქნება!“- აცხადებს შალელიშვილი, რომლის განცხადებასაც „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც