ვაპატიო ღალატი თუ არა? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, მაგრამ ბევრ ვარსკვლავს მოუწია საკუთარი თავისთვის ეს კითხვა დაესვა.
ბიონსე
2017 წელს მსოფლიო შოკში ჩავარდა, როდესაც რეპერმა ჯეი-ზიმ აღიარა, რომ ცოლს უღალატა. წყვილი განქორწინების ზღვარზე იყო, პრობლემები მოაგვარეს და ოჯახური კრიზისი დაძლიეს.
ვიქტორია ბექჰემი
“ეს ურთულესი პერიოდი იყო და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო გაერთიანებული. გულწრფელად რომ ვთქვა, მე და დევიდიც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყავით. მადრიდამდე ერთიანი გუნდი ვიყავით. მართალია, ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ მთავარია, რომ ერთად ვიყავით და ერთმანეთის იმედი გვქონდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი, თითქოს ერთმანეთს დავშორდით და გვერდში არავინ გვყავდა. ეს ძალიან სევდიანია, ვერც კი აღვწერ, რა რთული იყო და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე” – იხსენებდა ვიქტორია.
ჰილარი კლინტონი
ბილ კლინტონის ინტიმური ურთიერთობა თეთრი სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკისთან ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ სკანდალად რჩება. ჰილარი კლინტონი მხარს უჭერდა ქმარს მთელი პროცესის განმავლობაში, რომელიც თითქმის იმპიჩმენტით დასრულდა. წყვილი ისევ ერთადაა.
სარა ჯესიკა პარკერი
წყვილის ცხოვრებაში პრობლემები 11 წლიანი ქორწინების შემდეგ დაიწყო. 2008 წელს პრესაში გამოჩნდა ბროდერიკის ფოტოები მის საყვარელთან ერთად. სარა სახლიდანაც გადავიდა და ოფიციალურ განქორწინებას ითხოვდა, მაგრამ მოღალატე ქმარს მაინც აპატია. დღეს პარკერი და ბროდერიკი კვლავ ჰოლივუდის ერთ-ერთ პოპულარულ წყვილებად ითვლებიან. მათ სამი შვილი ჰყავთ.