ლარი უფასურდება – Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7975 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7975 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია.