მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. , ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა.
„მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.
ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე, სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ