ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევს – ბაქოსთან სამოკავშირო ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

აზერბაიჯანმა მიაღწია აღიარებულ წარმატებებს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით მსოფლიო ასპარეზზე და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბაქოსთან სამოკავშირო ურთიერთობებს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის, ს მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც მან აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა.
პუტინის თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანი გააგრძელებენ სისტემატურად გააძლიერონ პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, ასევე ძალისხმევის კოორდინაცია რეგიონულ საკითხებზე.
„ეს ჩვენი მეგობარი ხალხების ინტერესებშია და სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას შეესაბამება”, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!