ბათუმში “აჭარა ბეთ არენას” სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად ტრანსპარანტები – “არა რუსულ კანონს” გამოფინეს.
ამ ფორმით მოქალაქეები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
“აჭარა ბეთ არენაზე” ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს.