ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ნავალნის საქმეებთან დაკავშირებულ მოსამართლეებს

ევროკავშირმა ახალი სანქციები დაუწესა ს 19 მოქალაქესა და სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს. სანქციების მიზეზად ევროკავშირმა დაასახელა ადამიანის უფლებების დარღვევა.
სანქციების სიაში მოხვდა რამდენიმე მოსამართლე და პროკურორი. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებთან. ნავალნი თებერვალში გარდაიცვალა იამალის კოლონიაში, სადაც იხდიდა პატიმრობას.
შეზღუდვები დაუწესდათ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის უფლებების ცენტრ „მემორიალის“ თანათავმჯდომარის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ საქმესთან. ასევე პროკურორს, რომელიც ფიგურირებდა სანქტ-პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრა სკოჩილენკოს საქმეში.
ევროპის კავშირი აკრძალვებს აწესებს აღჭურვილობის მიწოდებაზე, რომელსაც, ბრიუსელის მონაცემებით, რუსეთში რეპრესიებისთვის იყენებენ. სიაში, კერძოდ, შეტანილია მავთული, ასაფეთქებელი ნივთიერება და ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე მოსასმენი აპარატურისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები. ჩამოთვლილი საქონლიდან ბევრი უკვე აღარ მიეწოდება რუსეთს.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლარულ მგელში“. მის სასიკვდილო დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. ნავალნის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ის მოკლეს. დასავლეთის ქვეყნებმა მისი სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრეს. ადრე ნავალნი რამდენიმე საქმის გამო გაასამართლეს პატიმრობის ხანგრძლივი ვადებით. ნავალნი და მისი თანამებრძოლები და უფლებადამცველები მიიჩნევდნენ, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
ოლეგ ორლოვს თებერვალში სასამართლომ ორი წლით და ექვსი თვით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. არმიის დისკრედიტაციისა და ანტისამხედრო მუხლებით. ის მეორედ გაასამართლეს: თავიდან სასამართლომ ორლოვი დააჯარიმა, მაგრამ პროკურატურამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და უფლებადამცველისთვის რეალურად თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
საშა სკოჩილენკოს შვიდი წლით კოლონია მიუსაჯეს „პოლიტიკური სიძულვილის ან მტრობის მოტივებით“ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იმის გამო, რომ 2022 წლის გაზაფხულზე მან მაღაზიებში ფასების იარლიყები შეცვალა ანტისაომარი პროკლამაციებით, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ში რუსეთის ომის შესახებ. ეს მან გააკეთა აქციის ფარგლებში, რომელიც „ფემინისტური ანტისაომარი წინააღმდეგობის“ მოძრაობამ მოაწყო.