ზატულინი: არ მესმის როგორ იბრუნებს კობახიძე დამოუკიდებელ და აღიარებულ აფხაზეთს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ქვეყანა აპირებს 2030 წლისთვის სა და სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას, დასავლეთის წინაშე თავის მართლების სურვილს უკავშირდება – ამის შესახებ ს დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი საუბრობს.
“არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. როგორ დაიბრუნებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან, ნამდვილად არ მესმის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს კიდევ ერთხელ გამოაცხადოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც არანაირად არ დაუთმობს ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებს” – განაცხადა ზატულინმა.
რუსი პოლიტიკოსი თვლის, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღის გამოწვევაში დიდი როლი “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტმა იქონია.
“ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც საქართველოში გაძლიერდა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებასთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ამ კანონს დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ, მაინც მეტყველებს იმაზე, რომ აი, ჩვენ რეალურად არ ვართ რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენ საკუთარ თავს ვუწესებთ მიზნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთს და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ჩვენი პოლიტიკის გარკვეულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ის [] თავს იმართლებს შიდა ოპოზიციის და დასავლეთის წინაშე”- განაცხადა ზატულინმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კოაბახიძემ მდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“.
კობახიძის განხადებით, მათი „აღთქმული მიწა” ანუ „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე ძლიერ და ევროპულ საქართველოში აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ცხოვრებაა:
„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, — ამბობს .
კობახიძის თქმით, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის:
„3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.
106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია, მხოლოდ, 3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს, საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება