ეგვიპტის საზღვარზე სროლა იყო – დაიღუპა ეგვიპტელი ჯარისკაცი

რაფაჰის გადასასვლელზე სა და ეგვიპტის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, წინასწარი ინფორმაციით, ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს მედია ავრცელებს.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს.
„რამდენიმე საათის წინ ეგვიპტის საზღვარზე სროლა მოხდა, დაწყებულია გამოძიება, ეგვიპტურ მხარესთან დიალოგი მიმდინარეობს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ისრაელელი ჯარისკაცები არ დაშავებულან.