ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს მთავრობის მეთაურს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, ბულგარეთის მხარე დიდად აფასებს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.
დიმიტარ გლავჩევი აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში.
„თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
ბულგარეთის რესპუბლიკა დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ტრადიციულად, მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება.
მჯერა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რაც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეები იზიარებენ, კვლავაც ძლიერი მუხტის მატარებელი იქნება საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული კონტაქტები და ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში.
გისურვებთ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას,“- აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?