თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრების ფარგლებში, კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს აგრძელებს, მათ შორის ამერიკის დელეგაციის წევრებთან.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარე კონგრესმენ, რიკ ლარსენს შეხვდა.
„კონგრესის მეგობარი აქტი ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო განაცხადია ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის მხარდასაჭერად, რომელიც მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებს ითვალისწინებს მათზე, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას. შეხვედრებზე განხილული იყო დამატებითი საკანონმდებლო ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით