„ეროვნული ბანკის მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და როცა რელევანტურად ჩაითვლება, განსახილველად მზად ვართ“, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტარ, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„უნდა მოგემზადებინათ კანონპროექტი, რომელიც არსად არ არის. სანამ თქვენ მოხვიდოდით, მანამდეც ვკითხულობდი, დღესაც ამას ვკითხულობ, არადა IMF მუდმივად მოგმართავთ ამ რეკომენდაციით“, – მიმართა გოცირიძემ თურნავას.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ პირველად გარკვეულ კონცეპტუალურ დონეზე გავლილი აქვთ დოკუმენტები სავალუტო ფონდთან.
„მმართველობითი რეფორმა წლებია წამოწყებულია. მე არ მახსენდება თქვენი[რომან გოცირიძეს] ასეთი ცხოველი ინტერესი იყო თუ არა ადრეც მმართველობით რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა დღესაც ვმუშაობთ და პირველად გარკვეულ კონცეპტუალურ დონეზე გავლილი გვაქვს დოკუმენტები სავალუტო ფონდთან და როცა ჩაითვლება ეს რელევანტურად, ამის განხილვისთვისაც მზად ვართ“, – მიმართა ნათია თურნავამ ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს.