,,რომ ვიცოდეთ რა შიდა მესიჯბოქსებით აბოლებს ივანიშვილი ქოცებს…” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,რომ ვიცოდეთ რა შიდა მესიჯბოქსებით აბოლებს ივანიშვილი ქოცებს, რომ არ ჩამოეშალოს ყველაფერი და ხალხი არ გაექცეს. კობახიძის ეს დაშიფრული ტექსტი შიდა მესიჯბოქსში ჩაშლილად ასე გამოიყურება: ნუ გეშინიათ, გარეთ სიტუაცია შეიცვლება და ყველაფერი შეგვრჩება. ტრამპი გაიმარჯვებს ამერიკაში და სანქციებსაც მოგვიხსნის, ლიბერასტები სულ რომ ციხეში ამოვალპოთ ხმას არ ამოიღებს, ს ეგრევე რუსეთთან დანებებას აიძულებს, ორბანი გაბლატავდება ევროკავშირში, ევროპარლამენტის არჩევნებში კუბილიუსები და ფოტიგები ვეღარ გაიმარჯვებენ ამ ზაფხულს და სულ რომ ყირაზე გადავიდეთ, მაინც გამოვივაჭრებთ რაც გვინდა. აი, ამით აბოლებენ იმ საცოდავებს, ხვალ რომ ხმა უნდა მიაცემინონ რუსული კანონისთვის და სამუდამოდ გააუბედურონ, და მხარდამჭერებსაც, რომელთა ნაწილს მართლა არ უნდა რუსეთში შეტენვა. ვაი თქვენს პატრონს, ქოცებო, მაგ ანალიტიკით და მაგ სიმართლით იარეთ სულ და შორს წახვალთ.😅
:
„ვფიქრობ, რომ მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და მათ შორის დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაშიც მალე დასრულდება ომი, რაც რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს“.“

ასევე დაგაინტერესებთ