მთავრობამ 26 მაისის საზეიმო მიღება არ გამართა

2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტრადიციული საზეიმო მიღება მთაწმინდაზე არ გამართულა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამასთან დაკავშირებით ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფორმატი, რომლითაც მიღება წინა წლებში იმართებოდა, სავარაუდოდ გადაიხედება, შეიცვლება და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მიღება წელს არ გაიმართა.
გასულ წლებში საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობა და პრემიერმინისტრი 26 მაისის დღის ბოლოს მასპინძლობდნენ. მიღებაზე მიწვეულები იყვნენ ხოლმე პოლიტიკური თანამდებობის პირები ოჯახებითურთ, პარლამენტარები, დიპკორპუსი, მედიის წარმომადგენლები, ცნობადი სახეები და ა.შ.
წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე პირველია ირაკლი კობახიძისთვის, როცა მას პრემიერმინისტრის პოსტი უკავია.
ირაკლი არც 2023 წლის და როგორც თავად აღნიშნავს, არც 2022 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დასწრებია. 2023 წელს, დღის მანძილზე დაგეგმილი ტრადიციული ღონისძიებების პარალელურად, რომლის ნაწილიცაა აღლუმი, ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვები, ის სპორტდარბაზში ვარჯიშობდა. ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ვიდეო მაშინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა.
მოგვიანებით კი მ განაცხადა, რომ ის მსგავს ცერემონიებს არ ესწრება.
“აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. […] ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა იმ ღონისძიებაზე. ისედაც არ ვესწრები ხოლმე ამ ღონისძიებებს. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება…” — თქვა მაშინ მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ