ნათია თურნავა – ეკონომიკური ზრდა მდგრადია, ძლიერია და ამ კუთხით კითხვა არ არსებობს – ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ჩვენი ვარაუდით, ასე დარჩება წლის ბოლომდე

ეკონომიკური ზრდა მდგრადია, ძლიერია და ამ კუთხით კითხვა არ არსებობს – ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ჩვენი ვარაუდით, ასე დარჩება წლის ბოლომდე,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით „ძლიერი ეკონომიკით და დაბალი ინფლაციით“ გამორჩეულია.
„სიამაყით მინდა გითხრათ, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი გამორჩეული ვართ ძლიერი ეკონომიკით და დაბალი ინფლაციით, რასაც ყველას ვუსურვებ. დავიწყეთ უკვე მოლაპარაკება, რომ უფრო მეტად დავუახლოოთ კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებს, რა მიმართულებითაც ეროვნული ბანკი ერთ-ერთი მოწინავე სტრუქტურაა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია