მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის რაიონში დაიბადა. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი (“როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი (“საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი (“სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი (“მაკბეტი“), გელა ( “მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ (“ლამარა“ ), შაქრო ( “კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( “მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული (“თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), ლადო (“ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას