გიორგი ვაშაძე – დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 14-15%-ზეა ჩამოსული და აბსოლუტურად რეალისტურია, საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი

დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 14-15%-ზეა ჩამოსული და აბსოლუტურად რეალისტურია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი, რათა ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ და საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ევროკავშირში – ამის შანსი და შესაძლებლობა არსებობს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახლა საჭიროა „ერთობა ერთიანობით“.
„ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით ამ დოკუმენტს იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება ერთიანობისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებთან გვექნება კიდევ უფრო სიღრმისეული მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტმა საბოლოო ფორმა მიიღოს. დღეს, რაც საქართველოს სჭირდება, არის ერთობა ერთიანობით, რათა საბოლოოდ, ეს ქვეყანა რუსული რეჟიმისგან გავათავისუფლოთ. ძირითადი ოპოზიციური პარტიები აწერენ ხელს ამ დოკუმენტს. დრო არის და ყველა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს ამასთან დაკავშირებით. არ მგონია, რომ რამე პრობლემური საკითხი იყოს ამ დოკუმენტში შინაარსობრივი თვალსაზრისით. რეფორმები, რომელიც აქაა მოტანილი, არის რეფორმები, რომელიც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. უფრო მეტიც – მზად გვაქვს კონკრეტული კანონპროექტები. ზოგი მათგანი ინიცირებულია, ზოგი შეგვიძლია მომავალში დავაინიციროთ. რაც მთავარია, პირველი განრიგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ პარლამენტის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. ვაშაძის თქმით, ახლა ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ სპეცრაზმის ზურგს უკან დაიმალოს და ისე აღასრულოს „მოღალატეობრივი აქტი“.
„ქართული ოცნება“ მუდმივ შიშშია. ისინი მოწყვეტილი არიან რეალობას, არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ერთადერთი, რაც შეუძლიათ – სპეცრაზმის ზურგს უკან დაიმალონ და ისე აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი? – გენერალური პროკურორი წავიდა, გაიქცა. გაემიჯნა „რუსულ კანონს“, „ქართულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ, ასე მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას