დაჩი ბერაია გიორგი მსხილაძეს – ამბობთ, რომ კანონი არ მოგწონთ – მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ თუ რითი ხართ უკმაყოფილო?

ამბობთ, რომ კანონი არ მოგწონთ. მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ ამ კანონში თუ რა არ მოგწონთ? – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უარს ამბობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნების მუხლობრივ განხილვაზე.
„თქვენ ამბობთ, რომ კანონი არ მოგწონთ. მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ ამ კანონში თუ რა არ მოგწონთ? მუხლობრივ განხილვაზე უარს ამბობთ, შრიფტის ზომით ხართ უკმაყოფილო თუ რით? იქნებ აგვიხსნათ?“- მიმართა დაჩი ბერაიამ გიორგი მსხილაძეს.
დეპუტატს სხდომაზევე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და აღნიშნა, რომ ეს კანონი მთლიანად არის გასაუქმებელი.
„ეს კანონი არის რუსული და არის რუსული კანონის ანალოგი. მინდა ქრონოლოგიურად მოგიყვეთ, როგორ ვითარდებოდა რუსეთში მოვლენები 2012, 2017, 2019 და 2020 წლებში. როგორ იცვლებოდა აღნიშნული ტიპის კანონი. მუხლობრივ განხილვაში შემოსვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ მთლიანად კანონი არის გასაუქმებელი და მიუღებელი!“- განაცხადა მსხილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას