პრეზიდენტის მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ მხარს დავუჭერდით — გახარია

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარი მანდატის მეორე ვადით გაგრძელებას გადაწყვეტს. მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია.
“მე ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ მისი მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით […]
ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერდით იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში მისმა ამ ვადამ მკაფიოდ დაანახა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ფასეულობების და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამცველია”, – თქვა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ მოლოდინი აქვს, რომ ამაში სხვა პარტიებიც დაეთანხმებიან.
დამაზუსტებელ კითხვას, იქნება თუ არა მისი კანდიდატი, გახარიამ ასე უპასუხა:
“ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ ს შემდეგ. ჩვენი მხარდაჭერა ექნება ერთმნიშვნელოვნად”.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის “ამოძრავებს კეთილი ზრახვები”, როცა ცდილობს, საზოგადოება გააერთიანოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა გახარია ამაზე საუბრობდა, სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარდგენილი “ქართული ქარტია”, რომელიც პროდასავლური პოლიტიკური პარტიებს შესთავაზა.
გახარიას თქმით, პოლიტიკური იდენტობების აღრევა და ფასეულობების გარეშე გაერთიანება მიუღებელია. თუმცა ამბობს, რომ ერთიანობა შეიძლება კონკრეტულ თემებზე – “ევროპული დღის წესრიგი და ევროპული რეფორმების დღის წესრიგი. არანაირი პრობლემა არ არის”.
გახარიას ამ ინტერვიუდან მალევე, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა გეგმა, რომელიც ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა შეასრულონ. პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ამავე თემაზე:
· რომელი პარტიები უერთდებიან პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას