ხარკოვში გლოვის დღეა

27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე ს საავიაციო დარტყმას.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი და 43 დაიჭრა.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 25 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს მართვადი საავიაციო ბომბებით. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 16 საათზე მეტხანს აქრობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ