ირაკლი კობახიძე – ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც

ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, დადებითი დინამიკა აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც.
„ვფიქრობ, რომ მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და მათ შორის დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ შიც მალე დასრულდება ომი, რაც რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა “იმედთან“ .

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას