ვენესუელამ კრიპტო მაინინგი აკრძალა

ვენესუელის ენერგეტიკის სამინისტრო, ენერგიის მოხმარებაზე კონტროლის დამყარების მიზნით, გეგმავს, რომ ყველა მაინინგ მონაცემთა ცენტრს ელექტროენერგია გაუთიშოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Alberto News იტყობინება.
„მიზანი – ეროვნული ელექტრო სისტემიდან ციფრული ვალუტის მაინინგების გათიშვა, ემსახურება იმას, რომ თავიდან იქნეს აცილებული მაღალი მოთხოვნა და გავაგრძელოთ ეფექტური და საიმედო სერვისის მიწოდება ყველა ვენესუელელისთვის“, – ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.
შესაბამისი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქალაქ მარაკაიში ციფრული აქტივების მაინინგისთვის 2000-ზე მეტი მოწყობილობა ჩამოართვეს.
ენერგეტიკული კრიზისი ვენესუელაში დაახლოებით 15 წელია გრძელდება და დროთა განმავლობაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა.
2010-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყანა განიცდის ჰიპერინფლაციას, მშპ-ს მკვეთრ შემცირებას, ძირითადი საქონლის დეფიციტს და მასობრივ უმუშევრობას. კრიზისის ძირითადი მიზეზები იყო ნავთობის დაბალი ფასი, რომელიც ვენესუელას მთავარი საექსპორტო პროდუქტია, ცუდი ეკონომიკური მენეჯმენტი, კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა. შედეგად, მილიონობით ვენესუელელი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო უკეთესი ცხოვრების პირობების საძიებლად, ხოლო დარჩენილები საკვების, მედიკამენტების და ძირითადი სერვისების ნაკლებობას განიცდიან, რაც ქვეყანაში ჰუმანიტარულ კატასტროფას ქმნის.
2019 წლის ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოიწვია ელექტროენერგიის ფართო გათიშვები, რამაც რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-მ გადაწყვიტა გადახდების სტაბილკოინებით განხორციელება. თუმცა, მალე, -ს ხელისუფლების მოთხოვნით, კომპანიის კრიპტო საფულეების დაბლოკვა დაიწყო.