ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ – მნიშვნელოვანი იქნება, პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე

პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ. ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე – ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალიან სერიოზულმა და დიდმა პასუხისმგებლობებმა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი “ქართული ქარტია” შეაფასა.
მისივე თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა, ძალიან მნიშვნელოვანია.
“მე მომწონს რეფორმები. ყველა რეფორმა, რომელიც ჩამოთვალა საქართველოს პრეზიდენტმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – მე ვიზიარებ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ხოლმე თანხმობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. მე სიტყვა ტექნიკური მთავრობა არ მომწონს, მაგრამ ეს უნდა იყოს რეფორმების განმახორციელებელი ხელისუფლება და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ ქვეყნის მომავალზე, როგორც პოლიტიკურად, ისე რეფორმების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალიან სერიოზულმა და დიდმა პასუხისმგებლობებმა”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – “ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ