მესტიასა და ამბროლაურში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მესტიისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით მესტიასა და ამბროლაურში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მესტიასა და ამბროლაურში, ადგილობრივებისთვის, ასევე სვანეთისა და რაჭის სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების კონცერტები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია.
„მოეწყო საბავშვო და ახალგაზრდული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გასართობი შოუები.
მესტიასა და ამბროლაურში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთდროულად შესრულდა საქართველოს ჰიმნი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ