საქართველოს ბანკი ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივით, კინგსის საგნობრივ ოლიმპიადებზე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს, BOG sCoolApp – ის მომხმარებელსა და sCool Card-ის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა ლუპის პრემიუმ პაკეტი, ერთი თვით.
ლუპი ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი ონლაინ პლატფორმაა II-დან- IX კლასის მოსწავლეებისათვის, რომელიც მათ ეხმარება სახალისო და საინტერესო გზით, ინდივიდუალურად იმეცადინონ და გაიღრმავონ ცოდნა სამ ძირითად საგანში: ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. ამასთან ერთად, ლუპის პლატფორმა მდიდარია ტესტბანკით და მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, მათ შორის : მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია, ფინანსური განათლება. ასევე, ის მოსწავლეებს სთავაზობს ახსნა-განმარტებებს, ყოველკვირეულ შეჯამებას, შედეგების ანალიტიკასა და პერსონალურ უკუკავშირს.
ინფორმაციისთვის, საჩუქრის მისაღებად საჭიროა მოსწავლე რეგისტრირებული იყოს კინგსის საგნობრივ ოლიმპიადაზე. თუ ჯერ არ ხარ კინგსელი, ოლიმპიადაზე რეგისტრაცია შეგიძლია აქ. ლუპის პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის კი ეწვიე ბმულს. არ გამოგრჩეს, ამ და სხვა შეთავაზებების სანახავად ჩამოტვირთე საქართველოს ბანკის BOG sCoolApp.