ქართველი ხალხის ურყევი ნება და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს – ლუკაშენკო

„დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს”, ამის შესახებ ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო წერს და ქართველ ხალხს, ბელარუსი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, – ნათქვამია მილოცვაში.
ლუკაშენკოს თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში.