ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე

ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცემთ თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ს მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ს გაუგზავნა.
„აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სათავეს იღებს ჩვენი მეგობარი ხალხების ურღვევი ნებისა და განზრახვიდან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა დღეს ახალი მასშტაბი შეიძინა, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და მდიდრდება ახალი შინაარსით“, – აღნიშნულია წერილში.
ილჰამ ალიევი წერს, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელდება, ემსახურება არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფართო რეგიონში – ევრაზიულ სივრცეში, ხსნის რა შეუცვლელ შესაძლებლობებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – მუდმივ კეთილდღეობას“, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”