პრეზიდენტი: არც ერთი ომის პარტია არსებობს ევროპაში, რეალური ომის პარტია ერთია – რუსეთი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„ევროპული კავშირის არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე. ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არისა ადგილი, სადაც დაცულია, თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, სოციალური ცხოვრება, მისი სიბერე – მისი ყველა უფლება. ევროპული კავშირი თავისი არსით და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის.
არც ერთი ომის პარტია არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ მისი დაარსების დღიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია – რომელსაც დღეს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ – რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი, მშვიდ და თავისუფალ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს