სამწუხაროა, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„არ მინდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო. სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ამოცანებზე“,- აღნიშნა პრემიერმა.