მარილის უმსხვილესი მწარმოებლების ათეულშია თურქეთი და რუსეთი – ვისგან ყიდულობს მარილს საქართველო?

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (U.S. Geological Survey) მონაცემებით, მარილის გლობალურ წარმოებას 2023 წელს 274 მლნ ტონა იყო. უახლესი სასაქონლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში მარილის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთი იყო. ქვეყანამ 53 მლნ ტონა მარილი აწარმოვა. მეორე ადგილზეა 42 მლნ მარილის წარმოებით, მესამეზე – ინდოეთი 30 მლნ-ით. ათეულშია მე-9 ადგილზეა თურქეთი, მეათეზე – .
კვლევის მიხედვით, გასულ წელს შტატებში მარილს 25 კომპანია აწარმოებდა, რომლებიც 63 ქარხანასა და 16 შტატში ოპერირებენ.
მარილის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი 2023 წელს ასეთი იყო:
ჩინეთი – 53 000 000 ტონა;
შეერთებული შტატები 42 000 000 ტონა;
ინდოეთი 30 000 000 ტონა;
გერმანია 15 000 000 ტონა;
ავსტრალია 14 000 000 ტონა;
კანადა 12 000 000 ტონა;
ჩილე 9 200 000 ტონა;
მექსიკა 9 000 000 ტონა;
თურქეთი 9 000 000 ტონა;
რუსეთი 7 000 000 ტონა;
ბრაზილია 6 600 000 ტონა;
დანარჩენი სამყარო 67 000 000 ტონა;
გლობალური სულ 273,800,000
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს $6.3 მლნ-ის (63 000 ტონაზე მეტი) მარილი იყიდა და ამ მონაცემით, 2022 წელთან შედარებით, მარილის იმპორტი 10%-ითაა შემცირებული.
საქართველოში მარილის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. 2023 წელს თურქეთიდან $2.3 მლნ-ის (36 000 ტონა) მარილი შემოვიდა. მარილის იმპორტიორი ქვეყნებშია რუსეთიც. საქართველომ რუსეთიდან მარილის იმპორტი 2022 წელთან შედარებით 55%-ით გაზარდა, 2021 წელთან შედარებით – 78%-ით. შესაბამისად, გასულ წელს რუსეთიდან 227 ტონა მარილი შემოვიდა, 2022 წელს 101 – ტონამდე, 2021 წელს კი – 49 ტონამდე.
რაც შეეხება მარილის ექსპორტს. საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა ყატარია. გასულ წელს კატარში 25 ტონა მარილი გაიყიდა, სომხეთში – 20 ტონა.

ასევე დაგაინტერესებთ