„მოკავშირეების გადაწყვეტილება, სამწუხაროა, მაგრამ გამართლებული, დროა ევროკავშირმაც მიჰბაძოს“ – ევროპარლამენტარი Megobari Act-ზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს ეხმაურება.
მისი თქმით, მოკავშირეების გადაწყვეტილება, სამწუხაროა, მაგრამ გამართლებული, დროა ევროკავშირმაც მიბაძოს.
“სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,” – წერს ლექსმანი.
შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის კომისიამ -ის წარმომადგენელთა პალატას MEGOBARI Act-ი 23 მაისს წარუდგინა.