“ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე… ავიმაღლოთ ხმა” – როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს X-ზე წერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიაში აღნიშნავენს:
“ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ავიმაღლოთ ჩვენი ხმა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის ევროპის გულში.
შემოგვიერთდით მე და საქართველოს ბევრ სხვა მეგობარს კვირას, 14:00 საათზე, Berliner Lustgarten-ში” – წერს როთი
ცნობისთვის, ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები 26 მაისს ბერლინში მორიგ აქციას გამართავენ. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა “გზა”.

ასევე დაგაინტერესებთ