ტალინის აეროპორტში სამხედრო თვითმფრინავების პარკინგი აშენდება

ტალინის აეროპორტი სამხედრო თვითმფრინავების განთავსებას შეძლებს: მათთვის პარკინგი არსებული ასაფრენი ბილიკის გვერდით აშენდება. სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სადგომებს Nordecon-ი აშენებს, რომელმაც აეროპორტთან 7.5 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას news.err-ი ავრცელებს.
აეროპორტის მენეჯმენტმა კომპანია Tallinna Lennujaam-მა E- კლასის თვითმფრინავების პარკირების შექმნას აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი უწოდა. ახალ სადგომზე შესაძლებელი იქნება მინიმუმ ოთხი დიდი თვითმფრინავის დაპარკინგება.
Tallinna Lennujaam-ის საბჭოს თავმჯდომარემ რივო ტუვიკემ თქვა, რომ ს დედაქალაქის აეროპორტი „მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო თვითმფრინავების მიღებაში ანმარის საჰაერო ბაზასთან ერთად“. სამხედრო ავიაციის მისაღებად ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი თქმით, აღმოფხვრის ხარვეზებს „სტრატეგიული სამხედრო მობილობის შესაძლებლობებში“.