კუნძულ მაიორკაზე ტურისტებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება – დეტალები

კუნძული მალიორკა განთავსების ადგილების 18 000-მდე შემცირებას აპირებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით კუნძული ტურისტული ნაკადის 4.2%-ს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას the times-ი ავრცელებს.
აღნიშნული ზომების გატარება „ოვერტურიზმთან“ (ტურისტების ჭარბი ნაკადი) საბრძოლველად გადაწყდა. ხელისუფლება აწესებს შეზღუდვებს, რათა კუნძულის ტურისტულმა ცხოვრებამ ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ შეუშალოს.
ბალეარის კუნძულებს უკვე აქვთ მოგზაურობის შეზღუდვები. მათ შემოიღეს ტურისტული გადასახადი, დაწესდა აკრძალვა ახალი სასტუმროების მშენებლობაზე, ოლ ინკლუზივის სასტუმროებში ალკოჰოლის ოდენობის შეზღუდვა დაწესდა.
მალიორკა ბალეარის კუნძულებიდან ყველაზე დიდია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ესპანეთში უცხოელ ტურისტებს შორის.