“არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა” – კალაძის კომენტარი

თბილისის მერი, სანქციებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ ერთ დღეს შეიძკება თავად აღმოჩნდეს დასანქცირებულთა სიაში.

„წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს, იმიტომ, რომ აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, საუბარია სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამის მზაობაზე, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები, რომ თუ მოხდება ვიზალიბერალიზაცია, თუ მოხდება სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, პირდაპირი ფრენები, თუ ევროკავშირი გაგვიხსნის მოლაპარაკებებს, პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, რომ მაშინ, რა თქმა უნდა, ამ კანონის აუცილებლობა და საჭიროება არ იქნება დღის წესრიგში.

შესაბამისად, ყველანაირად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივად, სამწუხაროდ, ვერ იქნება.

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის მომავალი და საქართველო არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს.

როდესაც ჩვენ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ, ეს არ იყო შემთხვევითი პროცესი, ჩვენ კარგად გვესმის ქვეყანაში რა ხდება და თუ გადავხედავთ გასულ წელს, ნათლად დავინახავთ, რომ იყო რამდენიმეჯერ რევოლუციის მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ეფუძნებოდა პარალელურ გაყალბებულ კვლევებს და ეს ყველაფერი როდესაც ფინანსდება უცხოეთიდან, დასავლეთიდან, გარკვეული კითხვები ჩნდება.

ამიტომ ჩვენ ვუფრთხილდებით ყველას – ვუფრთხილდებით, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს, ვუფრთხილდებით, ასევე, ჩვენს მეგობრებსაც და გარკვეული უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რომ ძალიან მარტივად, წელიწადში ერთხელ, წარმოდგენილი იყოს დეკლარაცია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება თანხები. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო ურთიერთობებს, ფრენებს თუნდაც ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მზად ვართ თუ კონკრეტული ნაბიჯი იქნება გადადგმული, აღნიშნული კანონის არც საჭიროება იქნება დღის წესრიგში და არც აუცილებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე