ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენია და საინტერესო არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ს ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენია და საინტერესო არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„უკრაინელებმა თავიანთი კონსტიტუცია იციან, კანონმდებლობა იციან. გვესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოსაწყენია და საინტერესო არ არის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ს განცხადებები არ აწუხებს, რადგან ყველა ადეკვატური ადამიანი, ვინც კითხვა იცის, კანონს წაიკითხავს და დასკვნასაც გამოიტანს.
ცნობისთვის, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ