აშშ-ის ქალაქ კლივლენდის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტს – Case Western Reserve University-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავიდა

საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების გაძლიერების მიზნით, -ის შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდის უნივერსიტეტში – Case Western Reserve University აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში EEU-ს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, ადგილზე გაეცნო საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებს, ასევე იმ შესაძლებლობებს, რითაც მომავალში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და მკვლევარები შეძლებენ სარგებლობას.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და Case Western Reserve University-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის კავშირებისა და საგანმანათლებლო/კვლევითი პროექტების გაძლიერებას, სხვადასხვა სფეროში გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას. თანამშრომლობა მოიცავს გაცვლით პროგრამებს ბიზნესის, ფსიქოლოგიის, მედიცინის და სამართლის მიმართულებით. ასევე, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას და პროფესორების აკადემიური გამოცდილების გაზიარებას.
ორივე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ხელი შეუწყოს დინამიური კულტურათაშორისი სასწავლო გარემოს შექმნას, გამოყენებული იქნება ორივე უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოცდილება მწვავე გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. აკადემიური და კვლევითი პუბლიკაციების და ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება ხელს შეუწყობს ცოდნის გავრცელებასა და სამეცნიერო დისკურსს, ინოვაციური კვლევისა და საგანმანათლებლო ინიციატივების გაძლიერებას.
“ეს საეტაპო თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს აკადემიური სრულყოფილების წინსვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ძალების გაერთიანებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) და Case Western Reserve University მზად არიან გრძელვადიანი წვლილი შეიტანონ გლობალურ საგანმანათლებლო ლანდშაფტში“ , – ნათქვამია თანამშრომლობის მემორანდუმში.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი