„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 26 მაისს რუსთაველზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
„აწარმოე საქართველოს” ცნობით, ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მათი უმრავლესობა სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარია. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობას – ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ჩანთებს, ტყავის აქსესუარებს და სხვა.
„ამასთან, სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილნი იქნებიან “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი კომპანიები საკვებისა და სასმლის მიმართულებით, რომლებიც სტუმრებს ქართულ ნედლეულზე დამზადებულ წვენებს, თხილეულსა და ჩირეულს, ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელს შესთავაზებენ. ღონისძიების თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.
რუსთაველზე, სამეწარმეო მარკეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ფუდკორტი, მუსიკალური და ახალგაზრდული სივრცეები, სადაც სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ დასვენებასა და განტვირთვას.
26 მაისის სამეწარმეო მარკეტი საუკეთესო საშუალებაა ქართველი მეწარმეებისთვის წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ ის როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებლებს. აღნიშნული აქტივობა ხელს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას უწყობს და ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეს ქმნის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი