TOP 100 საუკეთესო პურში, შოთი 87-ე ადგილზე გავიდა

Testeatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო პურების ასეული გამოაქვეყნა, სადაც შოთმა 87-ე ადგილი დაიკავა.
„შოთი — ქართული თონის პურის სახეობა, გრძელი და რკალისებური ფორმის. მზადდება მთლიანი ხორბლის ფქვილით, მარილით, წყლით და საფუარით. მას, ტრადიციულად, აცხობენ წრიულ, ღრმა ღუმელში, რომელსაც თონეს უწოდებენ, მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ახლად გამომცხვარ პურს ათავსებენ ხის თაროებზე გასაცივებლად და ჩვეულებრივ, ქაღალდში გახვეულს ყიდიან.
შოთის პურს მიირთმევენ ყოველდღიურად, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო პერიოდში, როგორიცაა აღდგომა, შობა და დაბადების დღე,“ – მითითებულია შოთის აღწერაში.
ათეულში გავიდნენ თურქული, ბრაზილიური, მალაიზიური, ინდური, კოლუმბიური და აზერბაიჯანული პურები.
10 შემდეგნაირად გამოიყურება:
1) barfa pidesi – თურქეთი
2) samsun pidesi – თურქეთი
3) pao de aucijo – ბრაზილია
4) roti canai – მალაიზია
5) butter garlic naan – ინდოეთი
6) pon de bono – კოლუმბია
7) qutab – აზერბაიჯანი
8) amritsari kulcha – ინდოეთი
9) naan – ინდოეთი
10) piodina romagnola – იტალია.