Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.7785 ლარად ივაჭრება.
ცნობისთვის, 24-ში 1 დოლარი 2.7248 ლარად ივაჭრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, თუმცა სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.