Georgian Wings-ი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის 14 ჩარტერულ ფრენას შეასრულებს

ევროპის ჩემპიონატზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, 14-მდე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს.
ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის. ნაკრების თამაშებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ის პლათფორმის მეშვეობით განსაზღვრული წესების და პირობების შესაბამისად.
ბილეთის შეძენის წესები და პირობები:
· ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
· მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას
· მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.
· .შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.
Georgian Wings-ი ევრო 2024-ის მატჩებზე მორგებულ ავიარეისებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიოლნის და ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით განახორციელებს.
წყარო: avianews